top of page
ბიზნესის მა�რთვის გეგმა და სტრატეგიული ანალიზი – BOSS DNA პროგრამა

BOSS DNA — ჩემი ბიზნესის გენეტიკა

BOSS DNA – ლიდერობის, მენეჯმენტისა და სტრატეგიის სისტემა

BOSS DNA არის ინოვაციური და ტრანსფორმაციული აიემპასი, რომელიც შევქმენი სილამაზის სფეროში მოღვაწე პროფესიონალებისთვის. ეს არის სივრცე, სადაც ცოდნა და გამოცდილება გარდაიქმნება რეალურ ქმედებად, რადგან ყოველი ნაბიჯი გათვლილია შედეგზე.

აიემპასში მე გაჩვენებთ, როგორ დააკავშიროთ მარკეტინგის, გაყიდვების, მენეჯმენტის და სერვისის სტრატეგიები ისე, რომ შექმნათ მკაფიო გეგმა, გამოიყენოთ ზუსტი ინსტრუმენტები და მიიღოთ ჩემი პირადი მხარდაჭერა. ეს მოგცემთ შესაძლებლობას, გაურკვევლობიდან გადახვიდეთ სტაბილურ ზრდასა და ფინანსურ თავისუფლებაში.

აქ მიიღებთ მკაფიო მიმართულებას, სტრატეგიულ ხედვას და პრაქტიკულ ნაბიჯებს,

რომელთა გამოყენებას შესძლებთ უკვე მომდევნო დღიდან.

ისწავლით:

  • როგორ იპოვოთ თქვენი იდეალური კლიენტი;
     

  • როგორ შექმნათ დაუვიწყარი სერვისი;
     

  • როგორ გაზარდოთ ლოიალობა და განმეორებითი გაყიდვები;
     

  • როგორ მართოთ ბიზნესი მარტივად და მიაღწიოთ სტაბილურობას.

 

რატომ უნდა შემოუერთდე BOSS DNA-ს დღესვე

ეს პროგრამა შექმნილია თქვენთვის, თუ მზად ხართ მართოთ თქვენი საქმე თავდაჯერებულად და შედეგებზე ორიენტირებულად.

შემოუერთდით BOSS DNA-ს დღესვე და დაიწყეთ თქვენი ბიზნესის სტაბილური ზრდა.


მე მჯერა: წარმატება არ არის შემთხვევითობა — ეს არის გადაწყვეტილება, რომელსაც იღებ დღეს.

BOSS DNA პროგრამის ლოგო – ლიდერობა და ბიზნესის მენეჯმენტი Vanely Projects
  • გარდატეხა, არა უბრალოდ კურსი

შენ არ ეძებ ჩვეულ ლექციებს — შენ ეძებ რეალურ ცვლილებას. სწორედ ამას იღებ აქ.

  • მკაფიო და პრაქტიკული გზა

თქვენ აღარ კარგავთ დროს ზედმეტ თეორიაში. იღებთ მოქმედებების გეგმას, რომლებიც შეგიძლიათ მეორე დღიდანვე დანერგოთ თქვენს საქმეში.

  • პატარა ჯგუფები — დიდი ყურადღება

თქვენ ხართ ყურადღების ცენტრში. მცირე ჯგუფში სწავლით იღებთ პერსონალურ რჩევებს და ნამდვილ მხარდაჭერას.

  • მორგებულია თქვენი ბიზნესისთვის

ყველა მაგალითი, დავალება და სტრატეგია მორგებულია თქვენი სილამაზის ბიზნესის რეალობაზე, რომ შედეგი იყოს გაზომვადი და შემოსავლის მომტანი.

  • მხარდაჭერა კურსის განმავლობაში და მის შემდეგაც

თქვენ იღებთ არა მხოლოდ გაკვეთილებს, არამედ აქტიურ მხარდაჭერას. სპეციალურ WhatsApp ჯგუფში გექნებათ უშუალო კომუნიკაცია მენტორთან, ასევე კოლეგებთან და ეს მხარდაჭერა გაგრძელდება კურსის დასრულების შემდეგაც.

  • გამოცდილება, რომელიც გიმარტივებს გზას

თქვენს გვერდით არის მენტორი, რომელსაც 25 წლიანი პრაქტიკული გამოცდილება აქვს სილამაზის ინდუსტრიაში და ბიზნესის მართვაში. თქვენ იღებთ მხოლოდ იმ სტრატეგიებს, რომლებიც უკვე დამტკიცებულია რეალურ პრაქტიკაში.

  • გაზომვადი პროგრესი

თქვენ თავად დაინახავთ საკუთარ ზრდას — მონიტორინგის სისტემა გაჩვენებთ, როგორ იზრდება თქვენი შემოსავალი, კლიენტების რაოდენობა და თავდაჯერებულობა ყოველი კვირის განმავლობაში.

რატომ ჩვენ?

Anchor 1

ხშირად დასმული კითხვები

1

რას მიიღებ ამ კურსით? ეს არ არის მხოლოდ თეორია — ეს არის პასუხისმგებლობით შექმნილი, შედეგზე ორიენტირებული კურსი, რომელიც სპეციალურად, რეალური ცვლილებების შესატანად არის შემუშავებული. ყოველი შეხვედრა სრულდება კონკრეტული მოქმედებით, შაბლონით და სახელმძღვანელოში მოცემული დავალებით, რომელიც შეგეძლებათ იმავე დღეს გამოიყენოთ თქვენს ბიზნესში. პირველივე კვირებიდან იგრძნობთ ცვლილებას — მეტი ჩაწერები, მზარდი და სტაბილური შემოსავალი და მეტი თავდაჯერება გადაწყვეტილებების მიღებისას. ჩვენი მიზანია, რომ მიღებული ცოდნა თქვენთვის ყოველდღიურ მოქმედებად იქცეს.

2

ვისთვისაა განკუთვნილი ეს პროგრამა? ეს პროგრამა შექმნილია ბიუთი ბიზნესის მფლობელებისთვის — იქნება ეს ესთეტიკა, თმის მომსახურება, ფრჩხილები, წამწამები, მაკიაჟი ან სხვა სერვისის სფერო. მნიშვნელობა არ აქვს, ახლა იწყებთ საქმიანობას თუ უკვე მრავალწლიანი გამოცდილება გაქვთ — ჩვენი მეთოდები მუშაობს ორივე შემთხვევაში, რადგან პროცესს ვარგებთ თქვენს რეალურ საჭიროებებს და ბიზნესის უნიკალურ სპეციფიკას.

3

როგორ ტარდება სწავლება? I’Mpass-ი ტარდება ონლაინ ფორმატში (Zoom Live) — გაკვეთილები პირდაპირ ეთერში, რომ შეძლოთ აქტიური ჩართვა და კითხვების დასმა. თითოეული შეხვედრის ჩანაწერი ინახება, რათა ნებისმიერ დროს შეძლოთ მისი ხელახლა ნახვა. მხარდაჭერა: თქვენ იქნებით დახურულ WhatsApp ჯგუფში, სადაც მიიღებთ სწრაფ პასუხებს ყველა კითხვაზე, ინსპირაციას და მოტივაციას, რომ გზადაგზა არ დაკარგოთ ტემპი. ყოველი გაკვეთილი აერთიანებს თეორიას, პრაქტიკულ სავარჯიშოებსა და შაბლონებს, რომლებიც იმავე დღეს შეგიძლით დანერგოთ თქვენს ბიზნესში — ასე ცვლილებების პროცესს პირველი დღიდანვე დაიწყებ.

4

არის თუ არა ინდივიდუალური დახმარება? დიახ. თითოეულ მონაწილეს აქვს 45-წუთიანი პირადი საკონსულტაციო სესია კურსის ავტორთან და მთავარ ტრენერთან — ბიუთი ბიზნესის მართვის, მარკეტინგისა და გაყიდვების მრავალწლიანი გამოცდილების მქონე სპეციალისტთან. ამ შეხვედრაზე ფოკუსი კეთდება მხოლოდ თქვენს ბიზნესზე: ერთად ვაანალიზებთ თქვენს სიტუაციას, ვადგენთ მორგებულ სტრატეგიას და ვგეგმავთ კონკრეტულ ნაბიჯებს. გარდა ამისა, მუდმივად გექნებათ უშუალო კონტაქტი ტრენერთან დახურულ WhatsApp ჯგუფში, სადაც მიიღებთ სწრაფ პასუხებს, რჩევებს და საჭიროების შემთხვევაში — დამატებით ინსტრუმენტებს.

5

არის თუ არა გარანტია? დიახ — „პირველი 7 დღე“ გარანტია. თუ პირველ 7 დღეში აქტიურად იმუშავებთ (გაივლით გაკვეთილს და შეასრულებთ დავალებებს) და მაინც გადაწყვეტთ, რომ პროგრამა არ შეესაბამება თქვენს საჭიროებას, თანხას სრულად დაგიბრუნებთ. ეს ნიშნავს, რომ თქვენთვის რისკი მინიმალურია, მაგრამ ჩართულობა — აუცილებელი პირობაა.

6

როგორ დავრეგისტრირდე? შეავსეთ ფორმა, გადაიხადეთ კურსის საფასური და რამდენიმე საათში მიიღებთ ყველა ინსტრუქციას WhatsApp-ზე და ელფოსტაზე. პირველი ნაბიჯი უკვე გადადგმული იქნება — თქვენი ბიზნესი იწყებს ახალ ეტაპზე გასვლას!

Anchor 1

მოითხოვეთ უფასო კონსულტაცია

წარმატება არ არის შემთხვევითობა — ეს არის გადაწყვეტილება, რომელსაც იღებ დღეს.

მადლობა

თქვენი მიზნების მიღწევა იწყება ერთი ნაბიჯით. ნუ გადადებთ ხვალისთვის იმას, რაც დღეს შეგიძლიათ დაიწყოთ — შემოგვიერთდით ჩვენს კლუბში!

© 2022 by My Site. All rights reserved.

I'M კლუბი — იყავით თქვენი ცხოვრების ავტორი!

  • Vanely Projects Facebook გვერდი
  • Alt="Vanely Projects Instagram გვერდი"
  • Alt="Vanely Projects YouTube არხი"
  • Alt="Vanely Projects Podcast Spotify-ზე"
  • LinkedIn
bottom of page