top of page
კლიე�ნტთან გადახდის პროცესი – Sale DNA პროგრამა

Sale DNA — შენი გაყიდვების გენეტიკა

SALE DNA არ არის მორიგი ონლაინ კურსი. სტაბილური გაყიდვების სისტემა.

აქ ისწავლით, როგორ მოარგოთ გაყიდვები თქვენი ბიზნესის ბუნებას, როგორ ამოიცნოთ კლიენტის ფიქრის მიმართულება და როგორ გადასცეთ თქვენი პროდუქტის ან მომსახურების ღირებულება ისე, რომ „არა“ გადაიქცეს დარწმუნებულ „დიახ“-ად.

გაყიდვები აღარ იქნება ქაოსი — ისინი გადაიქცევიან სტრუქტურირებულ და პროგნოზირებად სისტემად.​

გაყიდვები აღარ იქნება მხოლოდ სიტყვები და ფასები — ისინი გახდება ფსიქოლოგია, ემოცია და მოქმედების სისტემა, რომელიც ქმნის ნდობას და რეალურ შედეგს. ქაოსი შეიცვლება წესრიგით და თქვენი ბიზნესი მიიღებს სტრუქტურას, რომელიც ყოველდღე იმუშავებს თქვენს სასარგებლოდ.

 

გაყიდვა არ არის შეწუხება — ეს არის დახმარება და სამართლიანი გასამრჯელო.

SALE DNA პროგრამის ლოგო – გაყიდვების სტრატეგია და სტაბილური შემოსავალი Vanely Projects

ამ პროგრამის შემდეგ მიხვდებით, რომ გაყიდვა არ არის „ვიღაცის შეწუხება“ — ეს არის თქვენი შესაძლებლობა დაეხმაროთ სხვას და მიიღოთ სამართლიანი გასამრჯელო.

თუ SALE DNA-ის აღწერას კითხულობთ, ეს ნიშნავს, რომ მზად ხართ გაყიდვები აქციოთ აქციოთ ფინანსური თავისუფლებისა და წარმატების ყველაზე ძლიერ იარაღად.

  • ტრანსფორმაცია, არა უბრალოდ კურსი

სხვა პროგრამები გასწავლიან „როგორ გაყიდოთ“ სტანდარტული ფრაზებითა და ტექნიკებით.
SALE DNA კი გაძლევთ ბევრად მეტს — შესაძლებლობას შექმნათ გაყიდვების სისტემა, რომელიც მორგებულია თქვენს ბიზნესსა და რეალობაზე.

ეს არის გზა, სადაც თქვენი სერვისი, თქვენი მიდგომა და თქვენი სტილი იქცევა სტაბილურ შემოსავლის წყაროდ.

  • მათთვის, ვინც ფიქრობს ფართოდ

ეს არ არის ზოგადი კურსი, რომელიც ყველასთვისაა ერთნაირი, მაგრამ სინამდვილეში არავის ერგება.
ყველა მაგალითი, დავალება და ინსტრუმენტი შექმნილია თქვენთვის — თუ გსურთ გაყიდვები არ იყოს ქაოტური და შემთხვევითი, არამედ პროგნოზირებადი და გამეორებადი.

აქ თქვენ არ იღებთ მშრალ თეორიას, რომელიც შეიძლება „ოდესღაც გამოგადგეთ“.
აქ თქვენ მუშაობთ იმაზე, რასაც უკვე დღესვე შეგიძლია გამოიყენოთ:
- სერვისის ფასის სწორად გადმოცემა;
- კლიენტის გადაწყვეტილების პროცესის მართვა;
- გაყიდვების სტრუქტურის აგება;
-და ნაბიჯ-ნაბიჯ სტრატეგიები, რომლებიც ქმნის მუდმივ სტაბილურ შემოსავალს.

 

  • ქართულ ბაზარზე უნიკალური მიდგომა

სხვა კურსები გასწავლიან ფრაზებსა და „ტრიუკებს“.
SALE DNA არის პირველი ტრანსფორმაციული აიემპასი საქართველოში, რომელიც აერთიანებს:

- რეალურ მაგალითებს ქართული ბიუთი ბიზნესებიდან;
- გაყიდვების სისტემურ სტრატეგიებს, რომლებიც პირდაპირ მუშაობს ქართულ რეალობაში;
- პრაქტიკულ ინსტრუმენტებს — რომლებიც შეგიძლიათ დანერგოთ უკვე კურსის მიმდინარეობისას.

  • შედეგი, რომელიც გრძელდება

ეს არ არის დროებითი „გაყიდვების ბუმი“.
კურსის ბოლოს თქვენ გექნებათ გაყიდვების ძლიერი სისტემა — ისეთი, რომელიც თქვენს ბიზნესს წლების განმავლობაში მისცემს სტაბილურობას და ზრდას.

ეს საფუძველი მუშაობს ყველგან: სოციალურ ქსელებში, რეკლამაში, სატელეფონო და უშუალო კომუნიკაციაში კლიენტთან.

და ბოლოს — SALE DNA: იმიტომ, რომ თქვენ არ ყიდით. თქვენ ქმნით სტაბილურ სისტემას,

რომელიც თქვენს ბიზნესს მუდმივად მომგებიანს ხდის.

რატომ ჩვენ?

ხშირად დასმული კითხვები

1

რას მიიღებთ Sale DNA-ით? ეს არ არის მხოლოდ თეორია — ეს არის შედეგზე ორიენტირებული პროგრამა, რომელიც გასწავლით, როგორ გადააქციოთ გაყიდვები სტაბილურ სისტემად და არა ერთჯერად გარიგებად. ყოველი შეხვედრა სრულდება კონკრეტული ქმედებით, შაბლონით და სახელმძღვანელოში მოცემული დავალებით, რომელიც იმავე დღიდან შეგიძლიათ გამოიყენოთ. უკვე პირველივე კვირიდან იგრძნობთ შედეგს — მეტი ჩაწერები, გაყიდვები და მეტი თავდაჯერებულობა პროდუქტის ან მომსახურების წარდგენისას.

2

ვისთვისაა განკუთვნილი Sale DNA? Sale DNA არ არის შექმნილი მხოლოდ ერთ სფეროსთვის — ეს პროგრამა ყველასთვისაა, ვინც მართავს ბიზნესს და სურს გაყიდვები აქციოს სტაბილურ, პროგნოზირებად სისტემად. იგი იდეალურია მეწარმეებისთვის, სერვისებისა და პროდუქტების მომწოდებლებისთვის, მცირე ბიზნესის მფლობელებისთვის და ყველასთვის, ვინც ეძებს რეალურ მეთოდებს, რომ გაყიდვები აღარ იყოს შემთხვევითი, არამედ გახდეს მართვადი და განმეორებადი პროცესი.

3

როგორ ტარდება სწავლება? Sale DNA ტარდება ონლაინ ფორმატში (Zoom Live). გაკვეთილები ტარდება პირდაპირ ეთერში, რათა შეძლოთ აქტიური ჩართვა და კითხვების დასმა. ყველა შეხვედრის ჩანაწერი ინახება, რომ ნებისმიერ დროს შეძლოთ მისი ხელახლა ნახვა. ასევე, თქვენ იქნებით დახურულ WhatsApp ჯგუფში, სადაც მიიღებთ სწრაფ პასუხებს, მოტივაციას და მხარდაჭერას.

4

არის თუ არა ინდივიდუალური დახმარება? დიახ. თითოეულ მონაწილეს აქვს 45-წუთიანი პირადი საკონსულტაციო სესია პროგრამის ავტორთან. ამ შეხვედრაზე ერთად ვაანალიზებთ თქვენს ბიზნესს, ვადგენთ მორგებულ სტრატეგიას და ვგეგმავთ ნაბიჯებს, რომლებიც კონკრეტულ შედეგს მოგცემთ.

5

არის თუ არა გარანტია? დიახ — მოქმედებს „პირველი 7 დღის“ გარანტია. თუ პირველ 7 დღეში აქტიურად იმუშავებთ (გაივლით გაკვეთილს და შეასრულებთ დავალებებს) და მაინც გადაწყეტთ, რომ პროგრამა არ შეესაბამება თქვენს საჭიროებებს, თანხას სრულად დაგიბრუნებთ. აქტიური ჩართვა აუცილებელი პირობაა.

6

როგორ დავრეგისტრირდე? შეავსეთ რეგისტრაციის ფორმა, გადაიხადეთ პროგრამის საფასური და რამდენიმე საათში მიიღებთ ყველა ინსტრუქციას WhatsApp-ზე და ელფოსტაზე. პირველი ნაბიჯი უკვე გადადგმული იქნება — თქვენი გაყიდვები იწყებს ახალ ეტაპზე სვლას.

Anchor 1

მოითხოვეთ უფასო კონსულტაცია

წარმატება არ არის შემთხვევითობა — ეს არის გადაწყვეტილება, რომელსაც იღებ დღეს.

მადლობა

სილამაზის სფეროს პროფესიონალებო, გელით დახურულ ჯგუფში,
სადაც ვსწავლობთ როგორ ვაქციოთ სიყვარული სტაბილურ შემოსავალად. შემოგვიერთდით და 

red-160898_1280.png

© 2022 by My Site. All rights reserved.

bottom of page