top of page

სად იკარგება ფული ბიუტი ბიზნესში? რეალური მიზეზები და გამოსავალი

Updated: Dec 8, 2025

სად იკარგება ფული ბიუტი ბიზნესში? ანალიზი და რეკომენდაციები

კლიენტები არ მყავდა, ფული არ შემოდიოდა და მე მუდმივი სტრესის ტყვე ვიყავი.

მთელი დღე კლინიკიდან არ გამოვდიოდი იმედით, რომ რამე შეიცვლებოდა… მაგრამ ამაოდ...

ეს ჩემი ნამდვილი ისტორიაა და სამწუხაროდ, ზუსტად ასეთ რეალობაში ცხოვრობს ძალიან ბევრი ბიუტი ბიზნესის მეპატრონე.


ამიტომაც გადავწყვიტე ამ სტატიაში ზუსტად ის თემები განვიხილო, რომლებიც მიგვანიშნებენ, თუ სად იკარგება ფული ბიუტი ბიზნესში? ასევე დავინახოთ რეალური მიზეზები და გამოსავალი.


კრიზისი, რომელიც მუდმივი სტრესის საბაბია ბიზნესში

ბევრი ბიუტი მეწარმეა ასეთ მდგომარეობაში და ცდილობს, ყველაფერს ჩუმად გაუძლოს.

ისინი:

არ ყვებიან… 

არ აღიარებენ… 

არავის ეუბნებიან, რა ხდება რეალურად…

გარედან თითქოს ყველაფერი „ნორმალურადაა“ - სალონი მუშაობს, კლიენტები მოდიან,დღეები გადიან…


შიგნით კი ერთი და იგივე ფიქრი არ ასვენებთ: 

„ვმუშაობ ძალიან ბევრს, მაგრამ შედეგი არ ჩანს.“ 

„ამ ტემპით და ამ ფორმატით ვერ გავაგრძელებ.“

ეს მუდმივი შინაგანი დაძაბულობა ნელ-ნელა წვავს ენერგიას, მოტივაციას და ბიზნესთან დაკავშირებულ სიხარულს…


მიუხედავად ამ მძიმე განცდებისა, ძალიან ბევრი მეპატრონე მაინც არ იღებს პასუხისმგებლობას საკუთარ ბიზნესზე და მის ნაცვლად სხვადასხვა მიზეზებს ასახელებს:

„ეს სფერო არ მშოულობს…“

 „კაპიტალი არ მაქვს, თორემ ყველაფერი სხვანაირად იქნებოდა…“

 „ბაზარი სუსტია, ხალხს ფული არ აქვს…“

 „კონკურენცია ძალიან დიდია…“

 „ფეისბუკი არ მუშაობს…“


პასუხისმგებლობის იგნორირება არის კრიზისის ყველაზე სახიფათო მხარე — ის აქრობს როგორც გამოსავლის ძიების უნარს, ისე მოქმედების ძალას.


სად იწყება გარდატეხის წერტილი?

ყოველი მეპატრონე უნდა აცნობიერებდეს ერთ მარტივ, მაგრამ გადამწყვეტ სიმართლეს:

ბიზნესი არ ვითარდება მანამდე, სანამ მისი მფლობელი საკუთარ თავს არ დაუსვამს ერთ ძირითად კითხვას:

„რა ხდება სინამდვილეში ჩემს ბიზნესში?“


სწორედ ამ კითხვაში დევს გარდატეხის წერტილი. ეს არის ის მომენტი, როდესაც მეწარმე პირველად ჩერდება და რეალურად ცდილობს დაინახოს, რა იმალება ყოველდღიური ქაოსის მიღმა.


ეს კითხვა წარმოადგენს ზღვარს:

სადაც სრულდება ქაოსი და იწყება ზრდა ;

სადაც წყდება მუდმივი სტრესი და ჩნდება პასუხისმგებლობა; 

სადაც მთავრდება უბრალოდ „მუშაობა“ და იწყება ბიზნესის მართვა.


📌 თუ ჯერ არ გინახავთ ჩემი წინა სტატია — „რატომ არ ვითარდება ბიზნესი?“ — გირჩევთ, აუცილებლად გაეცნოთ.

იმ სტატიაში ვსაუბრობ მეწარმის ცნობიერების გაღვიძებაზე და იმაზე, როგორ უნდა დავინახოთ ბიზნესი მთლიან სურათში. https://www.vanelyprojects.com/post/რატომ-არ-ვითარდება-ბიზნესი

ამ სტატიაში კი დეტალურად განვიხილავთ, სად და რატომ იკარგება ფული ბიუტი ბიზნესების 90%-ში — და რა არის ის ძირითადი ფინანსური შეცდომები, რომლებიც ხელს უშლის რეალურ ზრდას.


პრობლემა — რატომ არ ვითარდება ბიუტი ბიზნესი სინამდვილეში

ბიუტი სფეროში პრობლემა იშვიათად არის პროფესიონალიზმის ნაკლებობა.ძალიან ბევრი სპეციალისტი მაღალი დონის ოსტატია.


ნამდვილი პრობლემა ასეთია:

ისინი მართავენ სამუშაოს, მაგრამ არ მართავენ ბიზნესს.

აქ იწყება ყველაზე მტკივნეული ნაწილი.


„დაკავებული ვარ“ ≠ „ვმართავ ბიზნესს“


როგორც სპეციალისტი მუშაობთ, როგორც მფლობელი — არა


ბევრი პროფესიონალი დღეში 8–10 საათს მუშაობს:

  • ემსახურება კლიენტებს;

  • ამზადებს მასალას;

  • ასრულებს პროცედურებს;

  • პასუხობს შეტყობინებებს

და მაინც, ეკონომიკურად ვითარება არ იცვლება.


მიზეზი ძალიან მარტივია:

მუშაობა არ ნიშნავს ბიზნესის მართვას.

სად იკარგება ფული ბიუტი ბიზნესში? რეალური მიზეზები და გამოსავალი

ბიზნესის მართვა იწყება იქ, სადაც ჩნდება:

  • ხედვა;

  • სტრუქტურა;

  • ციფრებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებები.


როდესაც ყურადღება მთლიანად მიმართულია მხოლოდ პროცესებზე, ფინანსური სურათი, რომელიც რეალურ პროგრესს განსაზღვრავს, საერთოდ არ ჩანს.



ეს თქვენი ბრალი არ არის — ეს თქვენი პასუხისმგებლობაა!

ბევრი სფერო, მათ შორის ბიუტიც, ასეა მოწყობილი: ყველა გასწავლით ტექნიკას, მაგრამ ძალიან იშვიათად — ბიზნესის სისტემურ ხედვას.


ამიტომ ჩნდება გავრცელებული ილუზიები:

  • ფული რომ მოძრაობს, ეს ნიშნავს მოგებას;

  • დაკავებული დღე ნიშნავს წარმატებულ დღეს;

  • ბევრი კლიენტი ნიშნავს წარმატებულ ბიზნესს;

  • „უფრო მეტს ვიმუშავებ = აუცილებლად უკეთესი შედეგი იქნება“.


სინამდვილეში:

  • შეიძლება იყოს მაღალი შემოსავალი და ნულის ტოლი მოგება

  • შეიძლება თვალსაჩინო მოძრაობა და ნულის ტოლი განვითარება


ეს არ არის უნარების დეფიციტი - ეს არის ფინანსური ანალიზის არქონის ბუნებრივი შედეგი.


რეალური შემოსავალი ≠ ნამდვილი მოგება

ეს არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ილუზია ბიუტი სამყაროში.

ბევრი მეპატრონე ამბობს:

„მქონდა 2 000 ლარი შემოსავალი.“


სად იკარგება ფული ბიუტი ბიზნესში? რეალური მიზეზები და გამოსავალი

მაგრამ თუ დავიწყებთ დეტალურად კითხვას:

  • რამდენი წავიდა მასალაში?

  • რამდენი — ქირაში?

  • რამდენი — გადასახადებში?

  • რამდენი — ტრანსპორტში, პროცენტებში, დამატებით ხარჯებში?

  • რამდენი ღირს თქვენი დრო?


როდესაც ეს ყველაფერი ერთად დაითვლება, ხშირად აღმოჩნდება, რომ:

თვეში რჩება მხოლოდ 150–200 ლარი, ხშირად კიდევ ნაკლებიც.


ამ დროს ჩნდება ყველაზე მტკივნეული, მაგრამ ძალიან ღირებული აღიარება:


„ფაქტობრივად უფასოდ ვმუშაობ.“


ამ ფრაზას იშვიათად ამბობენ ხმამაღლა, მაგრამ პრაქტიკაში სწორედ ეს რეალობა იკვეთება მაშინ, როდესაც მეპატრონე პირველად იწყებს საკუთარი ციფრების გააზრებას.



აი, უკვე მოვედით იმ წერთილშ სადაც ვიწყებთ საუბარს:

სად იკარგება ფული ბიუტი ბიზნესში? რეალური მიზეზები და გამოსავალი


ფულის დაკარგვის სამი ყველაზე გავრცელებული მიზეზი

ბიუტი სფეროს 90%-ში ფული იკარგება:

  1. იმიტომ, რომ არ ითვლება რეალური მონაცემები;

  2. იმიტომ, რომ არ არის განსაზღვრული მინიმალური მოთხოვნილი შემოსავალი;

  3. იმიტომ, რომ არ ხდება სერვისების შეფასება — უღირთ ისინი ბიზნესს, თუ არა.


მოდით განვიხილოთ ყოველი ცალცალკე:


მიზეზი №1 — არ ხდება რეალური მონაცემების გაანალიზება

თუმცა ბიზნესის მართვას სჭირდება არა ემოცია, არამედ ციფრები —

მაინც ბიუტი ბიზნესების დიდი ნაწილი გადაწყვეტილებებს ინტუიციაზე და ემოციებზე დაყრდნობით იღებს.


თუ თქვენ არ იცით:

რამდენი გამოიმუშავეთ რეალურად; 

სად და რაზე იკარგება ფული; 

რომელი მომსახურება საერთოდ არ ტოვებს მოგებას;


მაშინ თქვენი გადაწყვეტილებები ფაქტებზე კი არა, „ბრმა“ განცდებზეა დამყარებული

და ეს არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი შეცდომა ნებისმიერ ბიზნესში.



მიზეზი №2 — არ არის განსაზღვრული მინიმალური შემოსავალი

ბიზნესში არსებობს ერთი კრიტიკულად მნიშვნელოვანი ციფრი — მინიმალური თვიური შემოსავალი, ანუ თანხა, რომლის ქვევით ბიზნესი უკვე წაგებაშია.


ეს არის ის ძირითადი ქვედა ზღვარი, რომლის ქვეშ:

ბიზნესი სტაბილურობას კარგავს; 

მეპატრონე მუდმივ ფინანსურ სტრესში ცხოვრობს; 

განვითარებაზე ფიქრი პრაქტიკულად შეუძლებელი ხდება.


ეს ციფრი პასუხობს ერთ ძალიან პირდაპირ და აუცილებელ კითხვას:


„რამდენი უნდა გამოვიმუშაო თვეში, რომ ჩემი ბიზნესი არ ჩამექცეს და მე სტაბილურად ვიცხოვრო?“


თუ ეს ციფრი არ იცით:

შემოსავლის გეგმები ჰაერში კიდია; 

ვერ ხვდებით, როდის უნდა გააქტიურდეს მარკეტინგი და გაყიდვები; 

ვერ აფასებთ, იყო თუ არა დღე ან კვირა რეალურად პროდუქტიული.


შედეგად:

ფასდაკლებები კეთდება „გამოუვალობის რეჟიმში“; 

ზოგჯერ მასალის ღირებულებაც კი ფაქტობრივად თქვენი ჯიბიდან მიდის; 

გრჩებათ განცდა: „ვმუშაობ, მაგრამ ადგილი არ იცვლება.“



მიზეზი №3 — არ ხდება სერვისების შეფასება — უღირთ ისინი ბიზნესს, თუ არა

ჩემი როგორც მეწარმისა და მენტორის გამოცდილება ძალიან ნათლად მაჩვენებს ერთ მნიშვნელოვან შეცდომას, რომელსაც ბიუტი ბიზნესების უდიდესი ნაწილი უშვებს: 

მეპატრონე ხშირად ყველა პროცედურას ერთნაირი მნიშვნელობისა და „ღირებულების“ მქონედ აღიქვამს, ანუ საერთოდ არ აქვს გააზრებული:

• ტოვებს თუ არა კონკრეტული პროცედურა რეალურ მოგებას;

• რამდენ დროსა და მასალას მოითხოვს;

• უნდა დარჩეს თუ არა იგი მომსახურებების სიაში, თუ პირიქით — უნდა გამოირიცხოს.

ეს არ არის „ცუდი მენეჯმენტი“, ეს არის ის ხარვეზი, რომელიც უბრალოდ ცოდნის ნაკლებობიდან მოდის.


ბიუტი სფეროში ფინანსურ ანალიზს პრაქტიკულად არავინ ასწავლის, ამიტომ მეპატრონეები ბუნებრივად ვერ ფლობენ ამ უნარს

.

ამის გამო, ხშირად გადაწყვეტილებები ეფუძნება მხოლოდ ორ ფრაზას: 

„კლიენტები ითხოვენ.“ 

„ყველა აკეთებს, მეც უნდა მქონდეს.“


თუმცა პროცედურის რეალური ღირებულება სულ სხვა რამეა და მოიცავს კითხვებს: 

• რამდენი ჯდება მასალა?

• რამდენ დროს მოითხოვს? 

• რა რაოდენობის მოგებას ტოვებს? 

• ღირს მისი გაგრძელება, თუ სჯობს მომსახურებიდან საერთოდ ამოვიდეს?


მაგალითი

პროცედურა 50 ლარად: 35 ლარი მასალა + 1 საათი დრო → მოგება: 5 ლარი

პროცედურა 30 ლარად: 5 ლარი მასალა + 20 წუთი დრო → მოგება: 15 ლარი


ანუ ერთი მარტივი დასკვნა: 

მეტი ფასი ≠ მეტი მოგება. 

მოგება იქმნება სწორად გაანგარიშებული სტრუქტურით.


ისტორია ჩემი პრაქტიკიდან

ერთ-ერთ ჩემს კლიენტს უკვე ხუთი წელი ჰქონდა სიაში ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი პროცედურა. ის მას მომგებიანად მიიჩნევდა. კლიენტები ბევრნი ჰყავდა, დღე მუდამ სავსე იყო, და თითქოს ჩნდებოდა შეგრძნება, რომ “ფული მოდიოდა”.


მაგრამ ერთხელ, როდესაც ერთად ჩავუჯექით მის ფინანსურ სურათს და დეტალურად გავაანალიზეთ ეს კონკრეტული მომსახურება, სურათი სრულიად სხვანაირად გამოიკვეთა:

• მასალის რეალური ღირებულება ბევრად მაღალი აღმოჩნდა, ვიდრე თვითონ ეგონა; 

• პროცედურა იმდენ დროს მოითხოვდა, რომ ერთი სესია თითქმის მთელ სამუშაო დღეს იკავებდა; 

• ყველა ხარჯის გამოკლებით, თითო ვიზიტზე –2 ლარით შედიოდა ზარალში.


ანუ:

რაც უფრო მეტ კლიენტს იღებდა ამ პროცედურაზე, მით უფრო მეტ ზარალს იღებდა.

ანალიზის შემდეგ ორი გამოსავალი გამოიკვეთა:

1. ფასი უნდა გაზრდილიყო — მას ამ პროცედურის ფასი ბაზრის საშუალო ნიშნულზე ჰქონდა დაყენებული, თუმცა იყენებდა 100% ბუნებრივ და, შესაბამისად, ბევრად უფრო ძვირ მასალას. ამ გარემოებამ გამოიწვია, რომ მოქმედი ტარიფი, უბრალოდ, ვერ ფარავდა რეალურ ხარჯს.


2. პროცედურა უნდა ამოსულიყო მომსახურების სიიდან — იმ შემთხვევაში, თუ ფასის მომატება რეალურად ვერ მოხდებოდა ისე, რომ კლიენტებისთვის მისაღები დარჩენილიყო, პროცედურის მიწოდება უნდა შეწყვეტილიყო.


საბოლოოდ მან მეორე გზა აირჩია.

ეს გადაწყვეტილება არც მარტივი იყო და არც ემოციურად მსუბუქი. წლების განმავლობაში ეს პროცედურა მისი დღის ერთ-ერთი მთავარი დატვირთვა იყო. თუმცა უკვე ერთ კვირაში შედეგი აშკარად დაინახა: მისი გრაფიკი გათავისუფლდა, ხარჯები შემცირდა და მეტი დრო გამოჩნდა იმ მომსახურებებისთვის, რომლებიც რეალურად ტოვებდნენ მოგებას.



დასკვნა

ბიზნესის გაღვიძება იწყება ხედვით, არა მხოლოდ შრომით

ბიზნესი შეიძლება „მუშაობდეს“ ყოველდღე, მაგრამ ზრდა მხოლოდ მაშინ იწყება, როდესაც მეპატრონე გადაწყვეტილებებს აღარ იღებს ინტუიციით და იწყებს მათი დაფუძნებას ციფრებზე, სტრუქტურაზე და საკუთარ მიზნებზე მკაფიო ხედვით.


ეს არ არის პროფესიული უნარების ნაკლებობა, ეს არის ფინანსური ანალიზის ჩვევების არარსებობა.


კარგი სიახლე კი ისაა, რომ ეს ჩვევები სრულად ისწავლება და ფორმირდება სწორი ნაბიჯებით.


როცა თქვენს ციფრებს აანალიზებთ და გესმით, თუ რომელ პროცედურას რეალურად აქვს ღირებულება და რომელი მხოლოდ დროსა და ენერგიას გართმევთ. როცა იცით თქვენი მინიმალური სტანდარტი და გაქვთ მკაფიო, გააზრებული გეგმა — ამ დროს იწყებს ბიზნესი პირველად რეალურ განვითარებას.


ეს არის ის მომენტი, როცა ყოველდღიური დაღლილობა იცვლება მიმართულებით, ქაოსი — სიცხადით და მუშაობა — მართვით.

ამ ეტაპზე უკვე თქვენ მართავთ ბიზნესს და არა პირიქით.


რა სჭირდება ბიზნესს, რომ მუშაობიდან მართვაზე გადავიდეს

როდესაც მეპატრონე პირველად აცნობიერებს, რომ ბიზნესს აღარ სჭირდება „უფრო მეტი მუშაობა“,არამედ სჭირდება მართვა, ზუსტად აქ იწყება ის გზა, რისთვისაც შევქმენით BOSS DNA.


BOSS DNA არის სისტემა, რომელიც ბიუტი მეპატრონეებს აძლევს:

• სრულიად ახალ ხედვას ბიზნესზე; 

• ციფრებზე დაფუძნებულ გადაწყვეტილებებს; 

• სტრუქტურას, რომელიც ამარტივებს ყოველდღიურ სამუშაოს; 

• იმ სიწყნარეს, რომელიც ჩნდება მაშინ, როდესაც თქვენ მართავთ ბიზნესს, და არა პირიქით.


ვინც უკვე მონაწილეობდა პროგრამაში, ხშირად ერთსა და იმავე წინადადებას ამბობს: 

„ეს ის ისაა, რაც თავიდანვე უნდა მცოდნოდა.“


თუ ამ ბლოგ-სტატიამ დაგაფიქრათ, ეს უკვე საუკეთესო ნიშანია: თქვენი ბიზნესის „გაღვიძების“ პროცესი უკვე დაწყებულია.


ოქროს რჩევა — სამი რიცხვი, რომელიც ბიზნესის გაღვიძებას იწყებს


სად იკარგება ფული ბიუტი ბიზნესში? რეალური მიზეზები და გამოსავალი

დაიწყეთ ერთი ძალიან მარტივი ნაბიჯით. ყოველ კვირას ჩაიწერეთ მხოლოდ სამი რიცხვი:

  1. სრული შემოსავალი; 

  2. რეალური მოგება (ყველა ხარჯის შემდეგ დარჩენილი თანხა);

  3. რომელი პროცედურა იყო ყველაზე მომგებიანი.


ეს სამი პატარა ჩანაწერი შექმნის იმ სურათს, რომელსაც თქვენი ბიზნესი ხშირად წლების განმავლობაში გულმოდგინედ მალავდა.


თუ ამას გააკეთებთ მხოლოდ 4 კვირის განმავლობაში, თქვენი ბიზნესი პირველად „გეტყოდით სიმართლეს“ — და სწორი გადაწყვეტილებების მიღება ბევრად უფრო მარტივი გახდება.


გახსოვდეთ — თქვენზეა დამოკიდებული, როგორ გაგრძელდება თქვენი ისტორია.წარმატება იწყება თვითშემეცნებით და საკუთარი ბიზნესის რეალური სურათის გააზრებით.

გისურვებთ გამჭვირვალე ხედვას და წინსვლას.





 
 
 

Comments


სილამაზის სფეროს პროფესიონალებო, გელით დახურულ ჯგუფში,
სადაც ვსწავლობთ როგორ ვაქციოთ სიყვარული სტაბილურ შემოსავალად. შემოგვიერთდით და 

red-160898_1280.png

© 2022 by My Site. All rights reserved.

+995 5 11 72 72 11

  • Facebook
  • Instagram
  • LinkedIn
  • Youtube
  • Spotify
bottom of page